Belive

სუპერთასის მოგების შემდეგ, კროოსმა არაბულწარწერიანი მაისური არ ჩაიცვა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონასთან'' ესპანეთის სუპერთასის ფინალური მატჩის მოგების შემდეგ, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართა, ,,რეალის'' ყველა ფეხბურთელმა, ტონი კროოსის გარდა, არაბულწარწერიანი მაისური ჩაიცვა.

სავარაუდოდ, გერმანელმა ასეთი გადაწყვეტილება ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრების დროს, გულშემტკივრების მხრიდან მის მიმართ სტვენის გამო მიიღო.

არაბი ქომაგების უკმაყოფილება კროოსის ძველმა განცხადებამ გამოიწვია - 2023 წლის ოქტომბერში მან კრიტიკულად ისაუბრა იმ ევროპელ ფეხბურთელებზე, რომლებმაც კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელეს. ნახევარმცველმა თქვა, რომ მისი კოლეგები ამ ქვეყანაში მხოლოდ ფულის გამო მიდიან და ეს ყველაფერი ფეხბურთის წინააღმდეგ მუშაობს.

ესპანეთის სუპერთასის ფინალში ,,რეალმა'' ,,ბარსელონას'' 4:1 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში მეცამეტედ გახდა.

სხვა სტატიები