სუპერკომპიუტერმა საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი გამოთვალა
სუპერკომპიუტერმა, ევრო 2024-ის ყველა გუნდის შესაძლო შედეგობრივ ვარიანტებს, პროცენტული მნიშვნელობა მიანიჭა. მაგალითად, კომპიუტერმა იწინასწარმეტყველა, რომ ტურნირის გამარჯვებული ინგლისი გახდება.
OCB Scores (სუპერკომპიუტერი) პროგნოზირებს, რომ 14 ივლისს თასს გარეტ საუტგეიტის გუნდი ჩაიბარებს, ამის მოხდენის ალბათობა 34,4%-ით შეფასდა. სუპერკომპიუტერის მიხედვით, მეორე ფავორიტი საფრანგეთია, რომლის მოგების შანსიც 28,3%-ია, გერმანიას კი მხოლოდ 13,5 პროცენტი აქვს. გამოთვლილი ისტორიული მონაცემების, შანსებისა და პროგნოზირებული მოდელების გამოყენებით, სუპერკომპიუტერი ასევე ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა წინა ტურნირის შედეგები და სახლის უპირატესობა. ასე რომ, გარკვეულწილად გასაკვირია, რომ იტალიელებს თასის შენარჩუნების მხოლოდ 0,8-პროცენტიანი შანსი აქვთ.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, 1/16 ფინალში გასვლის შანსი 31.8%-ად არის შეფასებული, ჩვენი ნაკრების ამ მონაცემს მხოლოდ პოლონეთის, სლოვენიისა და ალბანეთის პროცენტული მაჩვენებლები ჩამორჩება. საქართველოს ნაკრებს ყველაზე დიდი პროცენტი ჯგუფის მეოთხე ადგილზე დასრულებაზე აქვს - 60.3%. ფინალში გასვლის შანსი კი საერთოდ არ არის (სუპერკომპიუტერის გამოთვლებით).