Belive

სუპერკომპიუტერმა პრემიერ ლიგის ჩემპიონი და საბოლოო ცხრილი იწინასწარმეტყველა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, სუპერკომპიუტერი პრემიერ ლიგის სეზონის საბოლოო ცხრილს ვარაუდობს. უცნაურია, მაგრამ ასეა, რომ ალგორითმმა ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა არც მეტი არც ნაკლები, "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა. საუკეთესო ოთხეულში ადგილი "წითელი ეშმაკების" ნაცვლად, სუპერკომპიუტერმა "ბრენტფორდს" არგუნა. "ფუტკრები" პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში, 74-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ და 7 ტურის შემდეგ 12 ქულა მოაგროვეს, მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს და მეშვიდე პოზიციას იკავებს. ბრიტანული ალგორითმის მიხედვით, ოლე გუნარ სულშერის გაწვრთნილი გუნდი "ვვესტ ჰემის" მსგავსად 70 ქულას დააგროვებს და მეხუთე პოზიციას დასჯერდება. რაც შეეხება საჩემპიონო რბოლას, აქ გამარჯვებული ლონდონის "ჩელსი" იქნება, ხოლო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირისთვის დარჩენილ ორ ადგილს "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" შეავსებენ. ალგორითმის მიხედვით, ინგლისის ელიტარულ დივიზიონს "ნორვიჩი", "საუთჰემპტონი" და "ბარნლი" დაემშვიდობებიან.

სუპერკომპიუტერის მიერ გამოთვლილი პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონის საბოლოო ცხრილი ასე გამოიყურება

No description available.
სანაკრებო პაუზის შემდეგ, ინგლისის პრემიერ ლიგა 16 ოქტომბერს განახლდება და შაბათ დღეს 14 გუნდი ითამაშებს.

სხვა სტატიები