სალაჰს საუდის არაბეთიდან სუპერკონტრაქტი შესთავაზეს - ყველაფერი 1 კვირაში გადაწყდება
"ლივერპული" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება და პრემიერ ლიგის სათავეში 47 ქულით იმყოფება.
ამ წარმატებული სეზონის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ტრადიციულად - მო სალაჰია. ეგვიპტელმა შემტევმა 20 ტურში 18 გოლის გატანა და 13 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. ლივერპულელი გულშემატკივრისთვის სამწუხაროდ, სალაჰისთვის ეს ბოლო სეზონია, რომლის დასრულებაც პრემიერ ლიგის თასით სურს.
უკვე ცნობილია, რომ სალაჰი "ლივერპულში" ბოლო სეზონს ატარებს და სეზონის ბოლოს, 8-წლიანი დიდი ისტორია დასრულდება - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ეგვიპტელი შემტევი ადასტურებს.
ამასობაში კი ცნობილი ხდება, რომ არაბული კლუბი "ალ ჰილალი", სადაც ნეიმარი, კანსელუ, მიტროვიჩი და სხვა ვარსკვლავები თამაშობენ, ეგვიპტელი ფეხბურთელისთვის სუპერკონტრაქტს ამზადებს.
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ალ ჰილალი" მზად არის, 32 წლის სალაჰის ტრანსფერში £65 მილიონი გადაიხადოს, შემდეგ კი ხელფასის სახით წელიწადში €150 მილიონი შესთავაზოს (2 წლიანი კონტრაქტი - €300 მილიონი).
🚨 Al-Hilal have made contact with Mo Salah's representatives about a move this summer. 🇪🇬
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) January 16, 2025
The Saudi club are confident of signing him and want him to replace Neymar.
🗞️ @lequipe pic.twitter.com/NeenJ30mxV
ამ ტრანსფერის სისრულეში მოყვანას ის ფაქტიც უწყობს ხელს, რომ "ალ ჰილალს" ზაფხულში ნეიმარი დატოვებს. ეს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის ოფიციალური, თუმცა, ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულში ნეიმარი MLS-ში გადავა.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედი "ლივერპულში" 2017 წელს გადავიდა. ინგლისელებმა ეგვიპტელი £36.9 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმეს. ამ დროის განმავლობაში, "ფარაონმა" 378 შეხვედრა ჩაატარა და 232 გოლთან ერთად 105 ასისტიც შეასრულა.