სუპერკომპიუტერის პროგნოზი - როგორ აფასებს ოპტა საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსებს?
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Opta-ს სუპერკომპიუტერმა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებების შანსები კიდევ ერთხელ შეაფასა.
ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრებია (18.81%), ამ მხრივ მეორე ადგილს გერმანია იკავებს (18.39%), მესამეზე კი - ინგლისია (17.45%).
Opta Analyst ჯგუფში საქართველოს ნაკრების მე-3 ადგილზე გასვლის შანსებს 21.47 %-ით აფასებს. სუპერკომპიუტერის მონაცემებით, უფრო რეალურია, რომ ჩვენი ნაკრები მე-4 ადგილს დაიკავებს (77.76%).
ევროპის ჩემპიონატზე ვილი სანიოლის გუნდი F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრას ოთხშაბათს, 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.