სუპერკომპიუტერის პროგნოზი - როგორ აფასებს ოპტა საქართველოს ნაკრების 1/4-ფინალში გასვლის შანსებს?
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Opta-ს სუპერკომპიუტერმა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებების შანსები კიდევ ერთხელ შეაფასა.
ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი ინგლისის ნაკრებია (19.12%), ამ მხრივ მეორე ადგილს გერმანია იკავებს (16.09%), მესამეზე კი - ესპანეთია (15.41%).
Opta Analyst-ის მონაცემებით, 17.56%-ია იმის შანსი, რომ საქართველოს ნაკრები ესპანეთის ბარიერს დაძლევს და ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ითამაშებს.
საინტერესოა, რომ Opta ჩვენი გუნდის ნახევარფინალში გასვლის შანსებს 3.04%-ით აფასებს, ფინალში - 0.53%-ით, ჩემპიონობისას კი 0.13%-ით.
საქართველოსა და ესპანეთს შორის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩი კვირას, 30 ივნისს გაიმართება და 23:00 საათზე დაიწყება.