Belive

სუარესისთვის სეზონი დასრულდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ლიდერი, ლუის სუარესი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. ურუგვაელმა ფეხბურთელმა მუხლის ტრავმის გამო ოპერაცია გაიკეთა და 6 კვირა გუნდს ვერ დაეხმარება. ასევე საეჭვოა მისი კოპა ამერიკაზე ხილვაც. ლუის სუარესს "ლა ლიგის" დარჩენილი ორი ტურისა და ესპანეთის თასის ფინალის გამოტოვება მოუწევს. ექიმები იმედოვნებენ, რომ ოპერაციის შედეგად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის ეს მოულოდნელი ინფორმაცია იყო, რადგან "ლივერულთან" სუარესმა შეუცვლელად ითამაშა. ურუგვაელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 49 მატჩი ჩაატარა და 25 ბურთი გაიტანა.

სხვა სტატიები