დღეს, თბილისის დროით 15 საათზე, UEFA-ს შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება.
საკუთარ მეტოქეს ელოდება თბილისის "ლოკომოტივი", რომელმაც პირველ რაუნდში რუმინული "კრაიოვა" 2:1 დაამარცხა.
წილისყრამდე ცნობილი ხდება ჭიაბრიშვილის გუნდის სამი შესაძლო მეტოქე:
"გალასათარაი" (თურქეთი)
"დინამო მოსკოვი" (რუსეთი)
"ქაირათი" (ყაზახეთი)