რამდენიმე წუთის წინ კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი დასრულდა.
კატალონიის "ბარსელონამ" სტუმრად "რეალი" 3:0 დაამარცხა და ორთამაშიან დუელში გაიმარჯვა - 4:1.
"ბლაუგრანას" 9-იანმა, ლუის სუარესმა აღნიშნულ დაპირისპირებაში დუბლი შეასრულა. ურუგვაელ შემტევს ჯამში სულ 13 კლასიკო აქვს ნათამაშები და "რეალის" კარი მეთერთმეტედ აიღო.