Belive

სუარესი: ,,გასულ ზაფხულს არ დამაფასეს, ატლეტიკომ კი კარი გამიღო''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,ატლეტიკოს'' თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ემოციები ვერ დამალა:
,,ის რაც გასულ ზაფხულს გავიარე, ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან არ დამაფასეს. ატლეტიკომ კი კარი გამიღო, რათა ყველასთვის მეჩვენებინა თუ როგორი ფეხბურთელი ვარ. ეს სეზონი ჩემთვის ყველაზე მძიმეა,'' - განაცხადა სუარესმა.
ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურში მადრიდის ,,ატლეტიკომ'' ,,ვალიადოლიდი'' სტუმრად 2:1 დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონი გახდა. დღევანდელ მატჩში გამარჯვების გოლი სწორედ ლუის სუარესმა გაიტანა, რომლის ანგარიშზეც ლა ლიგაში ჩატარებულ 32 შეხვედრაში 21 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ურუგვაელი ,,ატლეტიკოში'' გასულ ზაფხულს ,,ბარსელონადან'' თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ფორვარდი კატალონიურ გრანდში 2014 წლიდან თამაშობდა.

სხვა სტატიები