სიმეონე: ,,რონალდუ ვერ ითამაშებს ატლეტიკოში, ისევე როგორც მე ვერ ვიქნები რეალის მწვრთნელი''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,ატლეტიკოს'' მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს, ,,როხიბლანკოში'' კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო გადასვლის შესახებ ჰკითხეს, რაც არგენტინელმა სპეციალისტმა გამორიცხა:
,,რონალდუ ვერ ითამაშებს ატლეტიკოში, ისევე როგორც მე ვერ ვიქნები ,,რეალის'' მთავარი მწვრთნელი,'' - სიმეონეს სიტყვებს Marca ციტირებს.
კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე ,,ატლეტიკოს'' წინააღმდეგ ჩატარებულ 37 შეხვედრაში 25 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.
El Nacional-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელს ,,ალ ნასრის'' დატოვება სურდა და ამაში დახმარება ლა ლიგასაც სთხოვა, თუმცა თავად კრიშტიანუმ განაცხადა, რომ ის მომავალი სეზონის გატარებას კვლავ არაბეთში აპირებს.