Belive

"სტრასბურგთან მიქაუტაძე-ლაკაზეტის წყვილი დაიწყებს" - ფრანგული მედია

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგული ლიგა 1-ის მესამე ტურში, "ლიონი" შინ "სტრასგბურგს" მიიღებს და ახალ სეზონში პირველი ქულების მოპოვებას შეეცდება.

ფრანგულ მედიაში ბევრი იწერება იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყებს დღევანდელ მატჩს "ლიონის" შეტევაში. არსებობს ბევრი კითხვა მიქაუტაძე და ლაკაზეტი ერთად იდგებიან თუ ცალ-ცალკე შემოვლენ მოედანზე.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი "L'Équipe"-ს ინფორმაციით, პიერ საჟმა გადაწყვიტა, რომ "სტრასბურგის" წინააღმდეგ ორივე ფორვარდი ათამაშოს, შესაბამისად ლაკაზეტი-მიქაუტაძის წყვილს დღეს ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.

"L'Équipe"-ს ვერსიით, "ლიონი" "სტრასბურგის" წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს.

  • მეკარე - ლუკას პერი

  • დაცვა - კალეტა-კარი; მატა; ნიახატე, აბნერი.

  • ნახევარდაცვა - მატიჩი, ტესმანი, ბენრაჰმა

  • თავდასხმა - მიქაუტაძე, ლაკაზეტი, ფოფანა.

L'Équipe-ს მიხედვით, "ლიონის" სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა

შეგახსენებთ, რომ განვილილი 2 ტურის შემდეგ, "ლიონს" 0 ქულა აქვს და ბოლოს წინა, მე-17 პოზიციას იკავებს.

"ლიონისა" და "სტრასბურგის" დაპირისპირება დღეს, 30 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები