სტივენ ჯერარდი პსჟ-ს მომავალი მწვრთნელების სიაშია
"ლივერპულის" ლეგენდა სტივენ ჯერარდი "პარი სენ-ჟერმენის" ახალი მწვრთნელად განიხილება.
როგორც სხვადასხვა გამოცემები იტყობინებიან, პარიზული გუნდი კრისტოფ გალტიეს გაშვებას აპირებს. ფრანგი სპეციალისტის ბოლო შედეგები არც ისე დამაკმაყოფილებელია. "პსჟ" საფრანგეთის თასს მარსელმა გამოთიშა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრის პირველი ეტაპი "ბაიერნის" წინააღმდეგ შინ დათმო.
The Scottish Daily Express იტყობინება, რომ გალტიეს ერთ-ერთ შემცვლელად სტივენ ჯერარდი განიხილება.
Steven Gerrard is a target for PSG.
— SPORTbible (@sportbible) February 21, 2023
Gerrard has been added to the shortlist of the French team as they aim to replace Christophe Galtier after poor recent results... 😮
Via Scottish Daily Express pic.twitter.com/Yjn8p0MGRU
შეგახსენებთ, რომ ჯერარდი ბოლოს "ასტონ ვილაში" მუშაობდა, სადაც თავი არც თუ ისე კარგად წარმოაჩინა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინგლისელი სპეციალისტი პოლონეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად უნდა დანიშნულიყო.