Belive

სტივ კინის ინტერვიუ საქართველოსა და შოტლანდიას შორის მოახლებულ მატჩზე

5 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

ქუთაისის "ტორპედოს" შოტლანდიელი მთავარი მწვრთნელი სტივ კინი საქართველოსა და შოტლანდიას შორის მოახლოებულ მატჩზე Dailymail-თან ინტერვიუში საუბრობს.

როდესაც სტივ კინმა "ჰიბერნიანი" დატოვა და წამოვიდა საქართველოში მან თავი ისე იგრძნო როგორც საკუთარ სახლში, ხალხი სტუმართმოყვარე და თბილია, რომელთაც ფეხბურთი ძალიან უყვართ. შოტლანდიის ნაკრების წარმატებამ გააუმჯობესა შოტლანდიელი მწვრთნელების რეპუტაცია მთელ მსოფლიოში.

ქუთაისის "ტორპედოს" გლაზგოელმა მწვრთნელმა გუნდი შუა სეზონში ჩაიბარა. ევროთასებს 13 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ ამ დროისთვის სამეულშია და "კონფერენს ლიგაზე" გასვლის რეალური შანსი აქვს. სტივ კინი კი საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის პრეტენდენტია.

სანაკრებო შესვენების დროს სტივ კინი ედინბურგში დაბრუნდა და თბილისში ევრო 2024-ის შესარჩევზე ჯგუფური ეტაპის მატჩს ვერ დაესწრება. მაგრამ როდესაც შეხვდება შოტლანდიის ამჟამინდელ მწვრთნელ სტივ კლარკს უნდა რომ ხელი ჩამოართვას და მადლობა გადაუხადოს, რადგან მისი ნაკრებში მუშაობის პერიოდში შოტლანდიელებს უცხოეთში მეტი პერსპექტივა გაუჩნდათ.

მე ვიცნობ კლარკს, როდესაც ის "ჩელსიში" ასისტენტად მუშაობდა მე "ფულემში" ვიყავი.


ჩვენ ბევრ თამაშზე ვყოფილვართ და ბევრი ფეხბურთელი გვინახავს, რომლებზეც თამაშის შემდეგ გვისაუბრია. ის ნამდვილად მაღალი დონის მწვრთნელია, როდესაც ის "ჩელსიში იყო", ფრენკ ლამპარდი და ჯონ ტერი, რომლებიც ჩემ სახლთან ახლოს ცხოვრობდნენ, მეუბნებოდნენ რამდენად კარგი მწვრთნელი იყო.


ვფიქრობ მისმა მუშაობამ შოტლანდიის ნაკრებში შექმნა ატმოსფერო და კულტურა ეროვნულ გუნდში. მათ, ყველას, უყვართ შეკრებაზე სიარული. რა სამუშაოც კლარკმა შეასრულა ეს ფანტასტიურია.


სინამდვილეში ეს ჩემთვისაც შესანიშნავია. ყოველთვის კარგია, როდესაც მუშაობ უცხოეთში და ეროვნული გუნდი იმარჯვებს. ხალხის შეხედულება შენს მიმართ იცვლება.


როდესაც ვმუშაობდი ესპანეთში ("რეალ სოსიედადში" კრის კოულმენის ასისტენტად) მათი ეროვნული გუნდი ყველა წარმატებას აღწევდა. შოტლანდიის ნაკრებში კი იმ პერიოდში ნამდვილად არ იყო კარგი სიტუაცია.


საქართველოსა და შოტლანდიას შორის მატჩს რაც შეეხება, შოტლანდიას ყოველთვის ასეთი სახელი არ ჰქონია. 2007 წელს, ალექს მაკლიშის გუნდი 0:2 დამარცხდა და 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა. 2015 წელს გორდონ სტრაჩანის გუნდმა კიდევ ერთხელ წააგო და ეროვნული ნაკრების პერსპექტივა დაკარგა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზეც.


ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა, შოტლანდიელებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზური ვადაზე ადრე გაიფორმეს, იმედგაცრუებული საქართველოს ნაკრები კი მეოთხე ადგილზეა და იმედოვნებს, რომ მესამე გამარჯვებას მოიპოვებს.

- სტივ კინი Dailymail-თან ინტერვიუში.

სხვა სტატიები