Belive

,,ჯაბა კანკავას ნაკრებში დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია'' - საქართველოს ნაკრების შეკრება დაიწყო

9 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო. 

18 მარტს ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია საწვრთნელ პროცესს 19 მარტს შეუერთდებიან. 

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს ჩვენი გუნდი 21 მარტს, თბილისში, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება. მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ და ლევან შენგელიამ ისაუბრეს:

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების წევრი): "ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის. მთავარია, ყველა ჯანმრთელად შევხვდეთ ლუქსემბურგთან მატჩს. ერთმანეთი გვჭირდება ყველას ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა ერთად ვიქნებით. ფეხბურთი აერთიანებს საქართველოს. ვფიქრობ, საინტერესო ერთი კვირა გველის და მინდა მივმართო გულშემატკივარს, რომ ისევ ისე გვიგულშემატკივრონ, როგორც აქამდე გვიჭერდნენ მხარს."

ლევან შენგელია (საქართველოს ნაკრების წევრი): "შემართება უმაღლეს დონეზე გვაქვს. თითოეულმა ფეხბურთელმა ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ეს თამაშები. მაქსიმალურ მზადყოფნაში ვართ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

ჯაბა კანკავას ნაკრებში დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ეროვნულ გუნდში პირველად გამომიძახეს, ჯაბა მაშინ კაპიტანი იყო და ზუსტად მახსოვს ის ლიდერული თვისებები, რაც მას გააჩნია. რა თქმა უნდა, მისი დაბრუნება ძალიან გამოგვადგება და ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო". -

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)  

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი)

nakrebi.ge

სხვა სტატიები