Belive

სტივ კინი: "ვერ ვიტყვი რომ კმაყოფილი ვარ, 20 წუთის შემდეგ დიდი ანგარიშით წაგების მოლოდინი მქონდა"

9 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

2023/24 წლების სეზონის უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩში, ქუთაისის "ტორპედოსა" და ბოსნიურ "სარაევოს" შორის გამართული მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა კომენტარი გააკეთა.

"საწყის 25 წუთში "სარაევო" ბევრად უკეთ თამაშობდა და რამდენიმე მომენტიც შექმნა. ამის შემდეგ ტაქტიკური ცვლილებები შევიტანეთ, ნახევარდაცვა გავაძლიერეთ და მეტოქე პირველი ტაიმის ბოლოს დავამარცხეთ.

ვფიქრობ, მეორე ტაიმში "სარაევოზე" უკეთესები ვიყავით. მოგების და მეტი გოლის გატანის საკმარისი შანსი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ მესამე ბურთი ბადეში არ აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი სარაევოში გადაწყდება.

თავიდან მეტოქემ მეტი შანსი შექმნა, მაგრამ უპირატესობა გვქონდა. ამის მთავარი მიზეზი ფიზიკური მომზადებაა. ვფიქრობ, მეორე ტაიმში სამი-ოთხი გოლის გატანა შეგვეძლო.

არ ვიცი, შანსები არის თუ არა 50/50-ზე, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ არ წავაგეთ. პირველი 20 წუთის შემდეგ მეგონა, რომ დაგვამარცხებდნენ და ბევრი გოლის გატანას აპირებდნენ.

პოზიტიურია, რომ ვიცით როგორია მეტოქე, როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. მოსამზადებლად ერთი კვირა გვაქვს და სარაევოში რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა უნდა შევქმნათ.

ვერ ვიტყვი, რომ შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან მეორე ტაიმში რამდენიმე შანსი გვქონდა, მაგრამ თამაშის სხვადასხვა ფაზებს რომ გადავხედოთ, ფრე ლოგიკურია.

შვიდი დღე გვაქვს მოსამზადებლად, მოვიდნენ ახალი მოთამაშეები, ისინი უკეთ მოერგებიან გუნდს. საპასუხო მატჩში უფრო ძლიერები ვიქნებით, ვიდრე დღეს. მიზანი, რა თქმა უნდა, უფრო შორს წასვლაა", - თქვა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.

ქუთაისის "ტორპედოსა" და "სარაევოს" მატჩი 20 ივლისს ბოსნიის დედაქალაქში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები