გიორგი გულიაშვილი: "მახარებს სარაევოში ქართული დროშების დანახვა"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გიორგი გულიაშვილი "სარაევოს" შემადგენლობაში შესანიშნავად გამოიყურება. ბოსნია-ჰერცოგოვინის ჩემპიონატში ჩატარებულ 9 მატჩი, ქართველ თავდამსხმელს, 9 გოლი აქვს გატანილი და ტურნირის ბომბარდირია. გულიაშვილმა თავის გამოჩენა კონფერენს ლიგაზეც შეძლო. ვილი სანიოლმა ბოლო შეხვედრებისთვის მას ნაკრებშიც უხმო. გიორგისთან ინტერვიუ სარაევოს პრესსამსახურმაც ჩაწერა.
"ველეჟთან" ბოლო შეხვედრაში გულიაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, პირველი კითხვა სწორედ ამ თემას შეეხებოდა.
- ჩემთვის ეს დიდი პატივია და მაძლევს დამატებით მოტივაციას სამუშაოსთვის. მე ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ძალიან სასიამოვნოა ტრიბუნებზე ჩემი ქვეყნის დროშების ნახვა.
- ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გუნდს გოლებით და საგოლე გადაცემით უფრო მეტის მიღწევაში ვეხმარები. ყველამ იცის, რა არის ჩვენი მიზანი და დარწმუნებული ვარ, თითოეული ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი 100%-ს დადებს, რომ სეზონი წარმატებული იყოს.
- როგორც უკვე ვთქვი, ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაში იყო. სიტყვებით ძნელია აღწერო ყველა ის გრძნობა, რაც იმ მომენტში მქონდა. მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართველებმა ჩემით იამაყონ - ამბობს გიორგი გულიაშვილი ინტერვიუში
სარაევოს 9 ჩატარებულ შეხვედრაში 21 ქულა აქვს და ცხრილის მე-3 პოზიციაზეა. გულიაშვილის გუნდი ლიდერ "ზრინსკის" 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა პირველ ადგილზე მყოფ გუნდს 1 თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.