Belive

გიორბელიძემ დინამო ბათუმი დატოვა - მომავალი კლუბის ვინაობა ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველმა - გურამ გიორბელიძემ "დინამო ბათუმი" დატოვა.

27 წლის მცველი აჭარულ კლუბში იჯარის სტატუსით ასპარეზობდა, საიჯარო ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ კი კლუბი დატოვა.

გურამ გიორბელიძის კლუბიდან წასვლის შესახებ, "დინამო ბათუმმა" სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა.

გურამ გიორბელიძეს ჩვენს კლუბთან დადებული საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა

მადლობა გურის დინამო ბათუმში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებები საფეხბურთო კარიერის ახალ ეტაპზე, ახალ გუნდში. - დინამო ბათუმი

გავრცელებული ინფორმაციით, გურამ გიორბელიძე კარიერას სერბულ "ვოივოდინაში" გააგრძელებს, რომელიც კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე, კვიპროსის "აპოელთან" დამარცხდა და ევროსარბიელს გამოეთიშა.

სხვა სტატიები