სტიაუას მწვრთნელი: "უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია"
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ჩვენთვის რთული დღე გამოდგა. არ ველოდი, რომ ასე ვითამაშებდით. მეტოქის წინაღმდეგ კარგად თამაში გაგვიჭირდა. ორჯერ გოლის გატანის შესაძლებლობა მოგვეცა, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ბუნებრივია, რომ ნაჩვენები შედეგით უკმაყოფილო ვარ. წინ საპასუხო შეხვედრაა, რომელშიც რთულ თამაშს ველოდებით. ამის თქმის საშუალებას "საბურთალოს" მიერ ჩვენს და "პარტიზანის" წინააღმდეგ ჩატარებულ ორივე შეხვედრაში ნანახი თამაშის ხარისხი მაძლევს. უფრო მეტად უნდა ვკონცენტრირდეთ და გამარჯვებისთვის მეტი მონდომება გამოვავლინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე ვერ გავალთ. "საბურთალომ" ძალიან კარგად ითამაშა. მათ წნეხის ქვეშ მოგვაქციეს, საიდანაც თავის დაღწევა ჩვენ ვერ მოვახერხეთ. ვფიქრობ, ჩვენ ამ ეტაპის დაძლევა შეგვიძლია. გუნდს ამის რესურსი აქვს, თუმცა საამისოდ მეტი ძალისხმევა გვჭირდება", - თქვა რუმინელმა სპეციალისტმა.საპასუხო შეხვედრა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, 28 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.