უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში "საბურთალო" რუმინეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, ბუქარესტის "სტაიუას" "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებული გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის ნაცვლად, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონით ისარგებლებს და ქართულ საკლუბო ფეხბურთში წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩშიც ქვეყნის ყველაზე დიდ საფეხბურთო სტადიონს გამოიყენებს.
აღსანიშნავია, რომ რუმინულ კლუბს "დინამო არენაზე" აქამდეც უთამაშია - ეს 2013 წელს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხდა, როცა "დინამო თბილისს" დაუპირისპირდნენ და საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს - 2:0 აჯობა. მართალია, ისტორიული "სტიაუა" 2017 წელს გაკოტრდა, თუმცა ახალი კლუბი ძველის სამართალმემკვიდრეა.
"საბურთალოსა" და "სტიაუას" დაპირისპირება 21 ივლისს გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.