"დაცვაში სრული არეულობაა" - რას წერს პოლონური მედია დინამო ბათუმთან მატჩის წინ
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ლეხ პოზნანის" დაცვაში დიდი არეულობაა. გუნდს სამი ცენტრალური მცველი ტრავმის მიზეზით გამოაკლდა და ერთადერთი არჩევანი 19 წლის ახალბედა მოთამაშე, მაკსიმილიან პინგოა, რომელსაც აქამდე მხოლოდ ორ შეხვედრაში უთამაშია. დაცვა არ არის ერთადერთი ხაზი, რომელშიც ჩემპიონ გუნდს პრობლემები აქვს. გარემარბი ადრიელ ბა ლუა კვლავ ტრავმირებულია. ქართველებთან მატჩში ვერ ვიხილავთ რადოსლავ მურავსკის, რომელმაც შაბათს მიელჩის "სტალთან" მატჩში კუნთის ტრავმა მიიღო", - წერს პოლონური გამოცემა sportowefakty.wp.pl-ი.https://www.live.ge/konpherens-liga/lekhis-mtsvrthneli-zedized-3-martskhis-shemdeg-phsiqologiuri-mdgradobis-aghdgena-martivi-ar-iqneba/ “დინამო ბათუმისა” და პოზნანის “ლეხის” დაპირისპირება 21 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. https://www.live.ge/konpherens-liga/gia-geguchadze-lekhs-reabilitatsia-surs-magram-gamarjvebuli-ori-matchis-jamshi-gamovlindeba/