Belive

სტერლინგი: "ფეხში ჩამარტყეს, ეს პენალტი იყო"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რაჰიმ სტერლინგმა დანიის კარში დანიშნული პენალტის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისმა მეტოქე 104-ე წუთზე დანიშნული საკამათო თერთმეტმეტრიანით დაამარცხა. დანიელთა საჯარიმოში სწორედ სტერლინგი წაიქცა.
"ჰო, საჯარიმოში შევედი, მას კი მარჯვენა ფეხი გაეჭედა და მე ჩამარტყა. ეს სუფთა პენალტი იყო, " - თქვა სტერლინგმა.
ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ის ფინალში იტალიას დაუპირისპირდა. შეხვედრა უემბლიზე გაიმართება.  

სხვა სტატიები