Belive

სტეფანო პიოლი: "კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია..."

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია ა-ს მე-7 ტურის ბოლო მატჩი მილანში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “მილანმა” მეექვსე ტურის შემდეგ ლიდერ “ნაპოლის” უმასპინძლა.

მატჩი ნეაპოლელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა. სტუმართა პირველ გატანილ გოლში მონაწილეობა ქართველმა შემტევმა – ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო, რომელმაც თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. ხვიჩამ ასევე პირველ ტაიმში მილანელთა ორ მცველს, გუნდის კაპიტანს – დავიდე კალაბრიასა და ცენტრალურ მცველს – სიმონ კიაერს ყვითელი ბარათი მიაღებინა, რის გამოც მასპინძელი გუნდის მწვრთნელმა ორივე მცველი შესვენაბაზე შეცვალა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა - სტეფანო პიოლიმ უპასუხა.

"დესტი კარგი და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, იგი მეორე ტაიმიდან იდეალურად ერთვება თამაშში. დავიდე კალაბრია კი ჩვენი კაპიტანი და ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი მოთამაშეა სერია ა-ში. სიმონ კიაერი კი მოედნიდან იმიტომ გავიყვანე, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა. არ ვიცი რა ვთქვა ხვიჩა კვარაცხელიაზე გარდა იმისა, რომ ის დიდებული და ძალიან მაგარი შემტევია".

სხვა სტატიები