"სტადიონზე სრული სიჩუმე იყო, ჩემი ფეხბურთელები მეტს იმსახურებენ" - ტომას ტუხელი
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, ინგლისმა უელსს უმასპინძლა და 3 უპასუხო გოლი გაუტანა. სამმა ლომმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ტუხელი ერთი გარემოებით ძალიან უკმაყოფილო დარჩა.
ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უემბლიზე მისული გულშემატკივარი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელები მეტ მხარდაჭერას იმსახურებდნენ.
სტადიონი სრული სიჩუმე იყო. ფანებისგან ენერგიას ვერ ვიღებდით. დრო და დრო თუ წამოძახილს გაიგონებდით, ეს უელსელი ფანებისგან მოდიოდა - რაც საწყენია. ჩემმა გუნდმა კარგი თამაშით მხურვალე მხარდაჭერა დაიმსახურა. - ტომას ტუხელი.
Thomas Tuchel thought Wembley was ‘silent’ during their 3-0 win against Wales 🗣️ pic.twitter.com/eX90x6y7qy
— Football on TNT Sports (@footballontnt) October 10, 2025
ინგლისის საფეხბურთო ნაკრები მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, სტუმრად გამართავს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიას დაუპირისპირდება.