სრულიად ახალი შემადგენლობა | იტალიის ნაკრების განაცხადი ამხანაგური მატჩებისთვის
იტალიის ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, სილვიო ბალდინიმ, ივნისში გასამართი ამხანაგური შეხვედრებისთვის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ეროვნულ გუნდში 19 დებიუტანტია, საშუალო ასაკი კი 20 წელი და 6 თვეა:
მეკარეები - დაფარა (აველინო) დონარუმა (მანჩესტერ სიტი), პალმიზანი (ფროზინონე)
მცველები - აანორი (ატალანტა), ბარტეზაგი (მილანი), კიაროდია (გლადბახი), კომუცო (ფიორენტინა), ფავასული (კატანძარო), მანე (დორტმუნდი), პალესტრა (კალიარი), რეჯანი (დორტმუნდი)
ნახევარმცველები - დეგასო (ვენეცია), ფატიკანტი (იუვენტუსი), ლიპანი (სასუოლო), ნდური (ფიორენტინა), პიზილი (რომა), ვენტურინო (რომა)
თავდამსხმელები - კამარდა (ლეჩე), ჩერუბინი (სამპდორია), ეხატორი (ჯენოა), ესპოსიტო (ინტერი), ფინი (ფროზინონე), ინასიო (დორტმუნდი), კოლეოშო (პარიზი)
იტალიის ეროვნული ნაკრები 3 ივნისს ლუქსემბურგს ეთამაშება, 7-ში კი - საბერძნეთს.
Silvio Baldini's squad list for our friendlies against Luxembourg and Greece 📋#Azzurri #VivoAzzurro pic.twitter.com/dGAqKDQ67t
— Italy ⭐️⭐️⭐️⭐️ (@Azzurri_En) May 25, 2026