მალდინიმ და ლეონარდომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დატოვეს
პაოლო მალდინი და ლეონარდო იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორისა და მრჩევლის თანამდებობებიდან გადადგნენ.
მათ ფედერაციის დატოვების გადაწყვეტილება დანიშვნიდან დაახლოებით 2 კვირაში მიიღეს. მიზეზად იტალიის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად ანდრეა პირლოს დანიშვნასთან დაკავშირებით ფედერაციის პრეზიდენტის, ჯოვანი მალაგოს წინააღმდეგობა სახელდება. პრეზიდენტმა პირლოს კანდიდატურა რუსულ ბრენდებთან კავშირების გამო დაბლოკა.
ახლა მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარი ფავორიტი რობერტო მანჩინია, რომელიც მალაგოს ფავორიტია. ხოლო ახალი ტექნიკური დირექტორი, შესაძლოა, ჯორჯო კიელინი გახდეს.
🚨 PAOLO MALDINI IS RESIGNING AS ITALY’S TECHNICAL DIRECTOR JUST 17 DAYS AFTER TAKING THE JOB. 🇮🇹
— Italian Football TV (@IFTVofficial) July 27, 2026
The decision comes after his preferred choice, Andrea Pirlo, was blocked from becoming Italy’s next head coach.
With Maldini set to leave, Roberto Mancini is now the favorite to… pic.twitter.com/Be3CWYtnwA