ანტონი ბეტისში ითამაშებს
ბრაზილიელი ვინგერის, ანტონის კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" არ აეწყო და როგორც ჩანს, მას არც ახალი მწვრთნელი, რუბენ ამორიმი ენდობა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია და ანტონი კარიერას ესპანეთის ლა ლიგაში, "ბეტისის" შემადგენლობაში გააგრძელებს.
სეზონის დარჩენილი ნაწილის ბოლომდე, ანტონის ბეტისი იჯარით აიყვანს. ახლა მოლაპარაკებები სწრაფად უნდა დასრულდეს, რადგან ბეტისი, რომელიც ლა ლიგაში მე-11 ადგილზეა, მომავალ თვეში კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ბელგიურ "გენტს" ეთამაშება.
ანტონი, მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში, მეორე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია, 'ეშმაკებმა' მასში 95 მილიონი ევრო გადაიხადეს (პოგბაში 105 მილიონი). ის 2022 წლის აგვისტოში გაიფორმეს 'აიაქსიდან' და მას შემდეგ მხოლოდ 12 გოლი გაიტანა, აქედან სამი პრემიერლიგის პირველ სამ მატჩში.
🚨⚪️🟢 Antony has agreed every detail of his move to Real Betis on loan until the end of the season.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 19, 2025
Manchester United and Betis are set to seal the deal this week with one final round of talks to agree on small details.
Here we go, soon. 🏁🇧🇷 pic.twitter.com/JAliVhRJrg