Belive

სპორტის ვარსკვლავები: ვინ გამოიმუშავებს ყველაზე მეტ თანხას სოციალურ ქსელში?

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ადამიანების ცხოვრება სოციალური ქსელის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელი გახდა. მილიონობით ადამიანისთვის Facebook-ი, Instagram-ი, Twitter-ი თუ სხვა ქსელები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ზოგიერთი მათგანი ვირტუალურ სივრცეში ურთიერთობებს აყალიბებს, ზოგიც საზოგადოებაში საკუთარ იმიჯს იქმნის, თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც სოციალური ქსელი საკმაოდ დიდი შემოსავლის წყაროც კია. საინტერესოა, ვინ არიან სპორტის სფეროს ის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები, რომლებიც სოციალურ ქსელში აქტიურობით ყველაზე დიდ მოგებას ნახულობენ. ცნობილია, რომ ამ მხრივ ყველაზე აქტიური და წარმატებული 5 ოქროს ბურთის მფლობელი, კრიშტიანუ რონალდუა. ტურინის "იუვენტუსის" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელს ნახევარ მილიარდზე მეტი გამომწერი ჰყავს და ის ამ მხრივ მსოფლიოში ყველაზედ ცნობილი ადამიანია და ასტრონომიულ თანხებსაც გამოიმუშავებს. ევროპის მოქმედი ჩემპიონი სოციალურ ქსელებში განთავსებული 1 პოსტით, დაახლოებით 1 247 157 70 დოლარს შოულობს. ეს ნიშნავს, რომ ორი კვირის განმავლობაში განთავსებულმა ერთმა პოსტმა, წელიწადში მას შესაძლოა, საშუალოდ, 34 მილიონი მოუტანოს. რონალდუს მისი მთავარი კონკურენტი ლიონელ მესი მოჰყვება, რომელიც 873 495 დოლარს გამოიმუშავებს, სამეულს კი ნეიმარი 703 649 დოლარით ასრულებს.

საინტერესოა, რომ საუკეთესო ოცეულში, რომელიც შემდეგნარად გამოიყურება, 18 ფეხბურთელია: 

  1. კრიშტიანუ რონალდუ - 1 ​​247 157 დოლარი თითო პოსტზე
  2. ლიონელ მესი - 873 495 აშშ დოლარი თითო პოსტზე
  3. ნეიმარი - 703 649 აშშ დოლარი თითო პოსტზე
  4. ლებრონ ჯეიმსი - 379 485 აშშ დოლარი პოსტი პოსტზე 
  5. დევიდ ბექჰემი - 316 399 თითო პოსტზე
  6. ხამეს როდრიგესი - 226 138 აშშ დოლარი თითო პოსტზე
  7. კილიან მბაპე- 225 167 აშშ დოლარი თითო პოსტზე
  8. ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 225 167 აშშ დოლარი თითო პოსტზე
  9. მარსელო - 224 197 აშშ დოლარი თითო პოსტზე
  10. გარეთ ბეილი - 212,065 აშშ დოლარი თითო პოსტზე
  11. სერხიო რამოსი - 208 183 13 აშშ დოლარი თითო პოსტზე
  12. პოლ პოგბა - 208 183 13 აშშ დოლარი თითო პოსტზე
  13. პაულო დიბალა - 198 477 63 დოლარი თითო პოსტზე
  14. ლუის სუარესი - 191 198 50 აშშ დოლარი თითო პოსტზე
  15. ქარიმ ბენზემა - 180 037 17 აშშ დოლარი თითო პოსტზე
  16. ანდრეს ინიესტა - 173 728 58 აშშ დოლარი თითო პოსტზე
  17. სტეფ კარი - 157 714 50 აშშ დოლარი თითო პოსტზე
  18. ანტუან გრიზმანი - 154 802 85 აშშ დოლარი თითო პოსტზე
  19. დანი ალვეში - 153 832 30 აშშ დოლარი თითო პოსტზე
  20. ზინედინ ზიდანი - 134 906 56 აშშ დოლარი თითო პოსტზე

სხვა სტატიები