სპორტინგი Vs პსჟ | გუნდების სავარაუდო შემადგენლობები Uefa-ს ვერსიით
სამშაბათს, 20 იანვარს, ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში პარი სენ ჟერმენი სპორტინგს ესტუმრებმა.
უეფას ვებგვერდმა მატჩის წინ გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა:
სპორტინგის სავარაუდო შემადგენლობა:
რუი სილვა - ფრესნედა, დებასტი, გონსალუ ინასიუ, მატეუს რეისი, სიმოინში, მორიტა, კატამუ, ტრინკაუ, არაუხო, სუარესი.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა:
შევალიე - პაჩო, მარკინიოსი, ნუნო მენდეში, ზაირ-ემერი, ვიტინია, მაიულუ, ფაბიან რუისი, კვარაცხელია, დემბელე, დუე.
პარიზულ კლუბს ტრავმის გამო ლუკას ერნანდესი, ლი და საფონოვი დააკლდებიან, საეჭვოა ჟოაო ნევეშის თამაშიც, ჰაკიმიმ და მბაიემ კი აფრიკის თასზე ასპარეზობა გუშინ დაასრულეს.
სპორტინგს კუარეჟმა, კენდა, იულმანი, იოანიდისი, ნუნო სანტუში, დიომანდე და პედრუ გონსალვეში ვერ დაეხმარებიან.
6 ტურის შემდეგ პსჟ 13 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა, სპორტინგი კი 10 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.