Belive

სპინაცოლამ ბელგიასთან მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელგიასთან შეხვდედრაში იტალიის ეროვნული ნაკრების მცველის, ლეონარდო სპინაცოლას მიღებული დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა. მატჩის 79-ე წუთზე ფეხბურთელმა მოედანი საკაცით დატოვა. იტალიური პრესის ცნობით, სპინაცოლას აქილევსის მყესი გაუწყდა, რის გამოც, შესაძლოა, 12 თვე ვერ ითამაშოს. 28 წლის მცველი ევროპის ჩემპიონატზე ,,სკუადრა აძურას'' შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეულ იყო. სპინაცოლა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ - თურქეთთან და შვეიცარიასთან შეხვედრებში დაასახელეს. ევრო 2020-ის მეოთხედფინალში იტალიამ ბელგიას 2:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება. მატჩი 6 ივლისს, ,,უემბლიზე'' გაიმართება.

სხვა სტატიები