Belive

სპალეტი: "ვამაყობ რომ ასეთი ბიჭების მწვრთნელი ვარ..."

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში, “ნაპოლიმ” “აიაქსს” უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საგზური მოიპოვეს.

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე “აიაქსის” წინააღმდეგ თავი საგოლე გადაცემით და გატანილი გოლით გამოიჩინა.

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა – ლუჩანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და მატჩი შეაფასა.

"ვფიქრობ, რომ პლეი-ოფში გასვლა დავიმსახურეთ. მე ვამაყობ ამ გუნდით და ამ ბიჭებით. ასევე ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც საოცარი ატმოსფერო შექმნეს.

ეს იყო სასიამოვნო და ამაღელვებელი საღამო. ჩვენ მოედანზე ვიხილეთ ჩემპიონთა ლიგის ვარსკვლავები ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეს იყო თამაში, რომელიც ჩვენ კარგად ჩავატარეთ. ზოგიერთ მატჩში რამდენიმე წუთის შემდეგ სქემები და ტაქტიკები აღარ არსებობს, რადგან თქვენი თამაშის წესი გაძლევთ იმის უნარს, რომ იცოდეთ როგორ ისარგებლოთ იმ სივრცეებით, რომლებსაც მოწინააღმდეგეები ტოვებენ. დღეს სწორედ ეს შემთხვევა იყო, მესამე გოლის შემდეგ ბიჭებს უფლება მივეცი ეთამაშათ ისე, როგორც თავად სურდათ.

მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, ზუსტად ისე როგორც ვემზადებოდით. "აიაქსსაც" შეეძლო თამაშის შენარჩუნება, მაგრამ ჩვენი თამაში მაღალ დონეზე იყო და მეტოქემ ამას ვერ გაუძლო.

ანგისას ტრავმამ თამაშში ტემპი დაგვიგდო, რადგან მაშინვე შეცვლა ვერ შევძელით. იმ მომენტში გოლი გავუშვით, მაგრამ შემდეგ გუნდმა შეძლო მოედანზე თავისი ინტენსივობის დაბრუნება.

გამიმართლა, რომ ვწვრთნი ასეთ გუნდს. მყავს ტექნიკური და პროფესიული ღირებულებების მქონე ბიჭები. უნდა გავაგრძელოთ ასე თამაში და მენტალობა არ უნდა შევიცვალოთ. მშვენიერი საღამო იყო".

სხვა სტატიები