Belive

სპალეტი: ,,უნდა ვიფიქროთ გასვლაზე და სხვა არაფერზე''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,აინტრახტათ'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,დიდი გუნდის შესაქმნელად დიდი ფეხბურთელები გჭირდება, სხვა გზა არ არსებობს. შემდეგ კი ფეხბურთელები თავმდაბლები უნდა იყვნენ და გუნდისთვის ითამაშონ. შემდეგ ვეძებთ სწორ ტაქტიკას, მივდივართ კონსენსუსამდე და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. და თუ ასეთი მიდგომა ,,ნაპოლის'' გულშემატკივრებს იპყრობს, რომლებიც ყოველთვის ასეთი ვნებიანები არიან, მაშინ წარმატების მიღწევა კიდევ უფრო მარტივდება.

ხვალინდელ მატჩში ისტორია გვაქვს დასაწერი. ჩვენი ქალაქი მიჩვეულია დიდებულ ისტორიებსა და დიდ გმირებს. გვაქვს ამბიცია, ამ ისტორიის ნაწილი და ქალაქის გმირები ვიყოთ.

მშვიდად ვარ, რადგან ჩემი ფეხბურთელების ხარისხისა და ძალის შესახებ ვიცი. ისინი შეძლებენ იმავე ხარისხის ჩვენებას, რასაც თითქმის ყოველთვის ავლენენ. ჩვენ უნდა ვიყოთ მოწყურებულნი, ვიფიქროთ გასვლაზე და სხვა არაფერზე,'' - სპალეტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ნაპოლი'' ,,აინტრახტს'' უმასპინძლებს. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ნეაპოლური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

სხვა სტატიები