Belive

სპალეტი: ,,შამპანურის გახსნას ნუ ვიჩქარებთ, რადგან ჯერ არაფერი დასრულებულა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,იუვენტუსთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,როდესაც ასეთ მეტოქესთან ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას იგებ და სეზონის ფინალთან ასე ახლოს ხარ, ეს ტრიუმფისკენ მიმავალ გზაზე ბოლო ნაბიჯებია. ასე რომ, ფეხბურთელების ზეიმი ბუნებრივია, განსაკუთრებით მაშინ, როცა გოლი დამატებით დროში გავიტანეთ.

თუმცა, შამპანურის გახსნას ნუ ვიჩქარებთ, რადგან ჯერ არაფერი დასრულებულა. გუნდს მივულოცე, რადგან მათ კარგად ითამაშეს და ეს ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ მარტივი არ ყოფილა. არ ვფიქრობ, რომ დღეს მეტის გაკეთება შეგვეძლო.

ვამაყობ ჩემი ბიჭებით, რომლებიც ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნით განცდილ იმედგაცრუებას გაუმკლავდნენ. ამ სეზონში ყველამ თავისი მაქსიმუმი გაიღო. ვიგებდით თუ ვაგებდით გუნდურად ვმოქმედებდით და ეს მთავარია.

ის თამაში ვითამაშეთ, რომელიც გვინდოდა, მაგრამ ზოგჯერ პატარა დეტალებმა, შესაძლოა, მატჩის მიმდინარეობა შეცვალოს. ვფიქრობ, საბოლოოდ დაჯილდოვდები თუ საკუთარ სათამაშო სტილს დაეყრდნობი,'' - განაცხადა სპალეტიმ.

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში ,,ნაპოლი” ,,იუვენტუსს” ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.

31 ტურის შემდეგ ნეაპოლელებს 78 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან. სპალეტის გუნდი მომავალ შეხვედრას 29 აპრილს, ,,სალერნიტანას” წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები