Belive

სპალეტი: ,,პენალტების სერია? ჩემი აზრით, საუკეთესოებმა თავიდანვე უნდა დაარტყან და ბოლო წუთს არ უნდა დაელოდონ''

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,მილანთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,გასაგებია, რომ ,,მილანთან'' ორი მატჩი გვქონდა, ზოგიერთ დეტალზე უფრო ყურადღებით ვმუშაობთ. რამდენიმე ხრიკს უნდა მივაგნოთ, რომელიც ხვალინდელ შეხვედრაში უნდა გამოვიყენოთ. მეტოქეს სხვა გუნდებისგან განსხვავებული თვისებები აქვს - აქვს ძრავა, ტექნიკა, მეკარესთან მიახლოების სიმარტივე. დეტალებზე ყურადღების გამახვილება საშუალებას მოგვცემს, რომ მათზე უკეთესები ვიყოთ. ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც პირველ მატჩში, თამაშს ვიწყებთ, როგორც მდევრები, მაგრამ ამან ჩვენს ხასიათზე არ უნდა იმოქმედოს.

მნიშვნელოვანი სიტუაციები მხოლოდ მაშინ იქმნება, თუ მაღალ დონეზე თამაშობ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც ფეხბურთი უნდა ითამაშოს. თუ გუნდურად არ მოქმედებ, რამდენიმე ფეხბურთელი მარტო ვერაფერს შეძლებს.

დამატებითი დრო და პენალტების სერია? ვცდილობთ, ყველაფრისთვის მოვემზადოთ, ფრთხილად ვიქნებით, რადგან ამ ეტაპზე გარკვეული ჩავარდნები გვაქვს. რა თქმა უნდა, პენალტების სერიაზეც უნდა ვიფიქროთ. ჩემი აზრით, საუკეთესოებმა თავიდანვე უნდა დაარტყან და ბოლო წუთს არ უნდა დაელოდონ.

ჩემპიონთა ლიგაზე უკვე ბევრი მატჩი ჩავატარეთ და გამოცდილება მივიღეთ. ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ მოედნებზე, სადაც ხასიათი გამოვავლინეთ.

კიმის და ანგისას არყოფნა? ჩვენ გვყავს შემადგენლობა, რომელმაც საშუალება მოგვცა ამ ეტაპამდე მოვსულიყავით, ეს მხოლოდ 11 ფეხბურთელის დამსახურება არ ყოფილა. ჩემპიონატში ამხელა უპირატესობა ვერ გექნება თუ გუნდში მაღალი დონის მოთამაშეები არ გყავს. ჟესუსმა უკვე ითამაშა ამ ტურნირზე და სათამაშოდ მზადაა. ნდომბელეს საკმარისი დრო არ ჰქონია, შეტევითი უნარები კი უფრო ელმასს აქვს. ,,მილანი'' ყველა თვალსაზრისით თანამედროვე, ტოტალურ ფეხბურთს თამაშობს. პიოლი დიდი მწვრთნელია. მათ ათი ფეხბურთელის შეცვლა შეუძლიათ.

ხვალ საღამოს ვარსვლავების დაპირისპირებაა. აქ ყოფნა უკვე რაღა განსაკუთრებულია. ჩვენ შემდეგ ეტაპზე გვინდა გასვლა, ამიტომ მოსაგებად ვითამაშებთ. გვჯერა, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია,'' - განაცხადა სპალეტიმ.

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ,,ნაპოლი” ,,მილანს” უმასპინძლებს. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ,,როსონერის” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

სხვა სტატიები