Belive

ნაპოლისა და ლუკაკუს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლისა" და რომელუ ლუკაკუს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა. ბელგიელი ვარსკვლავისა და "პარტენოპეის" წარმომადგენლებმა დეტალები სრულად შეათანხმეს და კონტრაქტზე ხელის მოწერა მხოლოდ დროის საკითხია. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, რომელუ ლუკაკუ ანტონიო კონტეს უკვე ესაუბრა და უახლოეს დღეებში 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. რომანო ასევე აღნიშნავს, რომ "ჩელსის", "ნაპოლისა" და ბელგიელი ფეხბურთელის წარმომადგენლები ფორმალურ დეტალებს აგვარებენ, რის შემდეგაც ლუკაკუს ტრანსფერი გაოფიციალურდება.

"ნაპოლი" გახდება მესამე იტალიური კლუბი, რომელშიც ლუკაკუ ითამაშებს. კარიერის განმავლობაში ბელგიელი შემტევი "ინტერსა" და "რომაში" ასპარეზობდა. 2023/24 წლების სეზონში, ლუკაკუმ "რომას" მაისურით ჩატარებულ 32 მატჩში, 13 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები