Belive

სპალეტი: ,,ოსიმენი მილანთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნება''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,ვერონასთან'' ფრედ დასრულებულ შეხვედრაზე ისაუბრა:

,,ვერონა ღრმა დაცვაში იჯდა, ამიტომ სივრცეების ათვისებისთვის მოკლე პასები უნდა გამოგვეყენებინა. საკმარისი არ გავაკეთეთ იმისთვის, რომ ნაპრალები გვეპოვნა ან მათით მაქსიმალურად გვესარგებლა. ბურთის ფლობა დაბალანსებული უნდა იყოს, არც სწრაფი და არც ნელი. როცა სივრცეებს იპოვნი, უნდა იჩქარო, მაგრამ პასები მარტივი უნდა იყოს, ბურთზე ოთხი შეხების გარეშე...

იქნება თუ არა ოსიმენი მზად მილანთან მატჩისთვის? დიახ, ის ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. ოსიმენს აქვს საკმარისი სისწრაფე და ფიზიკური ძალა, შეგიძლია, ბურთი მისკენ გადააგდო, ის კი მის მისაღებად მრავალფეროვან უნარებს იყენებს. ვიქტორი ახლა გულშემატკივრების ფავორიტია, ამიტომ მის გარშემო ყოველთვის დიდი ენთუზიაზმია.

ჩემპიონობისთვის ჯერ კიდევ 3-4 თამაშის მოგება გვჭირდება. ფანებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, ეს ბევრჯერ მითქვამს. მათი მხარდაჭერა ჩვენნაირ გუნდებს დიდ ძალას ანიჭებს. ფეხბურთელების მიმართ ძალიან დიდი სიყვარული არსებობს და ჩვენ მათ ამისთვის ყოველთვის მადლობას ვუხდით. სასურველი შედეგის მიღწევას თუ შევძლებთ, ნეაპოლის კედლებზე სამუდამოდ დავრჩებით. ყველანი მარადონები გავხდებით,'' - განაცხადა სპალეტიმ.

სერია A-ს 30-ე ტურში ,,ნაპოლიმ'' ,,ვერონას'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

30 ტურის შემდეგ სპალეტის გუნდს 75 ქულა აქვს და მეორეადგილოსან ,,ლაციოს'' 14 ქულით უსწრებს.

ნეაპოლელები მომდევნო მატჩს სამშაბათს, 18 აპრილს, ,,მილანთან'' შინ გამართავენ.

სხვა სტატიები