Belive

სპალეტი ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს მართავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი, გუნდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს მართავს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სპეციალისტი კლუბთან ახალ კონტრაქტს 2025 წლამდე გააფორმებს, რაც გაზრდილ ხელფასსაც მოიცავს.

სპალეტის ,,ნაპოლისთან'' ამჟამინდელი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

2022-2023 წლის სეზონი ნეაპოლური გუნდისთვის განსაკუთრებით წარმატებულია - სერია A-ს 18 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლის'' 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. გარდა ამისა, ,,პარტენოპეი'' ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშია, სადაც ,,აინტრახტს'' შეხვდება, კოპა იტალიის მერვედფინალში კი - ,,კრემონეზეს''.

სხვა სტატიები