Belive

სპალეტი: ,,ნაკრებსა და სერია A-ს კლუბებს შორის პრობლემები არ უნდა იყოს''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუჩიანო სპალეტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ გუნდსა და სერია A-ს გუნდებს შორის არანაირი უთანხმოება არ არსებობდეს:

,,მანჩინისგან კარგი გუნდი ჩავიბარე. მან ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 37-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა და ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოსცადა, რაც მნიშვნელოვანია. ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრა უნდა დავივიწყოთ. უნდა ვითამაშოთ ისეთი ფეხბურთი, რომელიც ყველას მოსწონს.

 

ნაკრებსა და კლუბებს შორის პრობლემები არასდროს არ უნდა იყოს. რამდენიმე მწვრთნელსა და ფეხბურთელს უკვე ვესაუბრე. ისინი, ვინც განაცხადში ვერ მოხვდა, იმსახურებენ, რომ ამის შესახებ იქამდე გაიგონ, სანამ ინფორმაციას მედია გაავრცელებს.

 

ჩვენ ახლა გვყავს მხოლოდ 150 ფეხბურთელი, რომლებიც შეგვიძლია, რომ ნაკრებში გამოვიძახოთ. თუმცა, ამით თავს ვერ გავიმართლებთ, მდიდარი ისტორია გვაქვს, რომელიც უნდა გავაგრძელოთ. ნამდვილი გამარჯვებაა, როცა მიდიხარ მსოფლიოს მეორე მხარეს და იპოვი ადამიანებს, რომლებიც ამბობენ: ,,ბუფონი, იტალია...'' სწორედ ეს არის გამარჯვება.'' - განაცხადა სპალეტიმ.

სპალეტიმ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

იტალიის ნაკრები, რომელიც 2 ტურის შემდეგ, 3 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა, 9 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება, 12-ში კი უკრაინას უმასპინძლებს.

სხვა სტატიები