Belive

სპალეტი: ,,მილანთან მატჩში შეიძლება, ყველაფერი მოხდეს''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,მილანთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ხვალინდელი შეხვედრა სამმატჩიანი სერიიდან პირველია და მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ,,მილანი'' შესანიშნავი გუნდია, რომელმაც შარშან სკუდეტო მოიგო, წელს კი ჩემპიონთა ლიგიდან ,,ტოტენჰემი'' გააგდო, ამიტომ შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. მათ სწრაფ კონტრშეტევაზე 2-3 ფეხბურთელით გადმოსვლა შეუძლიათ, მეტოქის პრესინგი გაიძულებს, რომ ბურთი უფრო სწრაფად ათამაშო.

სამედიცინო პერსონალთან საუბრის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ოსიმენი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაგვეხარება. ცხადია, მისი არყოფნა სიტუაციას ართულებს, თუმცა როცა ამ სეზონში ვიქტორი გვაკლდა, გუნდმა პრობლემას თავი კარგად გაართვა. ყველა უფრო მეტს გასცემს და მათ შორისაა ჩოლიტო სიმეონე, რომელმაც იცის რას აკეთებს. ის მეტ სათამაშო დროს იმსახურებს. ჯოვანი მრავალმხრივი ფეხბურთელია, ისეთი სწრაფი არ არის, როგორიც ოსიმენი, თუმცა კარგია ჰაერში თამაშისას და კარისკენ ზურგით დგომისას.

როცა სკუდეტოს სიმბოლოიან დროშებს ვხედავთ, სიხარულით ვივსებით, მაგრამ ყველაფერი ილუზიაა. ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან ჯერ არაფერი მოგვიგია და ყველაფერი წინაა,'' - განაცხადა სპალეტიმ.

ხვალ, იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში, ,,ნაპოლი'' ,,მილანს'' უმასპინძლებს, მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

27 ტურის შემდეგ სპალეტის გუნდი 71 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ,,მილანი'' კი 48 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები