Belive

სპალეტი: ,,კვარაცხელიასგან და ოსიმენისგან ხარისხი, კრეატიულობა და ფანტაზია გვჭირდება''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,სპეციასთან'' მოგებული შეხვედრა შეაფასა:

,,სხვაობა ასეთ მატჩებში, ამ დროს და ამ სტადიონებზე, ფეხბურთელების მენტალიტეტით არის განპირობებული. მზადება წინა ღამით უნდა დაიწყო, რადგან დილით მოსამზადებლად დრო აღარ არის. ,,სპეციამ'' ნახევარდაცვაში დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია.

კვარაცხელია და ოსიმენი? ჩვენ მათი ხარისხი, კრეატიულობა და ფანტაზია გვჭირდება, რადგან მათ მატჩში გარდატეხის შეტანა შეუძლიათ. მხოლოდ გადაადგილება საკმარისი არ არის, სივრცეები უნდა გაგვეხსნა, რადგან დღეს ბურთის გადატანა ძალიან რთული იყო. ზოგჯერ ოსიმენის ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება გვჭირდება.

მზადება ჩემპიონთა ლიგისთვის? ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა შედეგს აღწევ, შენ ამით ან კმაყოფილდები ან მის გაორმაგებას ცდილობ. ჩვენ გაორმაგება გადავწყვიტეთ. მივდივართ და ვთამაშობთ... ვცდილობთ, ჩვენი გულშემატკივრებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს სახლში იყვნენ და ჩვენთვის ლოცულობდნენ, რაღაცას მივაღწიოთ. მათ ჩვენ ვუყვარვართ და ამით უნდა ვიამაყოთ.'' - სპალეტის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,სპეცია” სტუმრად 3:0 დაამარცხა. ოსიმენმა მატჩში დუბლი გაიფორმა, კვარაცხელიამ კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა.

21 ტურის შემდეგ, სპალეტის გუნდი 56 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

სხვა სტატიები