Belive

სპალეტი: ,,კვარა შესანიშნავია, მას ყველაფერი შეუძლია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,სასუოლოსთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,ასეთი სერიისთვის აპლოდისმენტებს მთელი გუნდი იმსახურებს. ყოველ ჯერზე ამის გამეორება რთულია, რადგან ოპონენტები შენ წინააღმდეგ ორმაგი ყურადღებით ემზადებიან. ამისთვის ჩემი ფეხბურთელები მადლობას ნამდვილად იმსახურებენ.

ვფიქრობ, ,,სასუოლოს'' ზედმეტად ბევრი მომენტი შევაქმნევინეთ. 2-ბურთიანი უპირატესობა მალევე მოვიპოვეთ და, ალბათ, ეს ამან განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშს ვაკონტროლებდით, ჩვეული ხარისხი ვერ შევინარჩუნეთ, რაც რისკია, რადგან მომენტმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.

კვარა შესანიშნავია, მას ყველაფერი შეუძლია. ის ძალიან კარგი ბიჭია, დღეს მეტოქეს არაერთხელ დაედევნა, ზოგჯერ შემტევები ამას ყურადღებას არ აქცევენ, არადა, ეს თანაგუნდელებს საშუალებას აძლევს, ნაკლები მანძილი დაფარონ.

მომდევნო მატჩი ,,ატალანტასთნ''? ალბათ, ეს მიმდინარე სეზონში ყველაზე რთული შეხვედრა იქნება. ასეთი გუნდის წინააღმდეგ ქულების მოპოვება ნამდვილად რთულია,'' - განაცხადა სპალეტიმ.

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,სასუოლოს” უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

12 ტურის შემდეგ, ნეაპოლელები 32 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს პირველ ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ,,ლივერპულთან” სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები