Belive

სპალეტი: ,,ხვიჩა ყველაფერში კარგია - დასკვნით ნაწილშიც და დრიბლინგშიც''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,ტორინოსთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,პირველი ნახევარი საათი ბრწყინვალედ ჩავატარეთ, ძალიან კარგად ვთამაშობდით. თუმცა, 90 წუთის განმავლობაში ხარისხი ვერ შევინარჩუნეთ და მეტოქემ თამაში ისე წარმართა, როგორც სურდა. თუ არ გყავს ფეხბურთელები გარკვეული მახასიათებლებით, გარკვეული ტიპის სამუშაოს შესრულებას ვერ შეძლებ. 2:0-ზე ვცდილობდით, რომ რასპადორი დაგვეტვირთა, მაგრამ ერთი-ერთზე თამაშისას ისინი უშეცდომოები იყვნენ

კვარაცხელია? მას ხშირად ვეძახდი, რადგან მინდოდა, რომ თავდამსხმელთან ახლოს ეთამაშა. თუმცა, ყველაფერში კარგია - დასკვნით ნაწილშიც და დრიბლინგშიც. ისეთი მრავალფეროვანი შეტევითი უნარები აქვს, რომ გასაოცარია. ხვიჩა მოედნის შუაგულში უფრო მომეწონებოდა, მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა,'' - განაცხადა სპალეტიმ.

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,ტორინოს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. მატჩში მესამე გოლი ნეაპოლელთა ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

8 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 20 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 4 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ,,აიაქსთან” სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები