Belive

სპალეტი: ,,ხვალინდელი მატჩი აუცილებლად მოსაგებია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,კრემონეზესთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ხვალინდელ თამაშზე ფოკუსირებისთვის იმდენი მიზეზი არსებობს, რომ სხვა რამეზე ფიქრის დრო არ მაქვს. ,,კრემონეზემ'' იტალიის თასიდან გამოგვაგდო, ასე რომ, თავად ვნახეთ, რამდენად კარგია ეს გუნდი. ორიენტირებულნი ვართ აწმყოზე, ჩვენი აწმყო კი ახლა ,,კრემონეზეა''. ხვალინდელი მატჩი ჩვენთვის ფუნდამენტურია და აუცილებლად მოსაგებია. სიხარულს მგვრის ის ფაქტი, რომ ,,ნაპოლის'' გულშემატკივრების გახარება შეუძლია.

გუნდში პროფესიონალები მყავს, აქ მშვენიერი ატმოსფეროა. ყველასთან კარგად ვმუშაობთ და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ხვალ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ. ყოველდღიურად 100%-ით ვიხარჯებით, რათა სინანულის გრძნობა არ გვქონდეს. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება ,,ნაპოლის'' სასიკეთოდაა მიღებული,'' - სპალეტის სიტყვებს გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

ხვალ, სერია A-ს 22-ე ტურში, ,,ნაპოლი” ,,კრემონეზეს” უმასპინძლებს, მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.

21 ტურის შემდეგ, სპალეტის გუნდს 56 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

სხვა სტატიები