Belive

სპალეტი: ,,იუვენტუსს მეოთხე ადგილი არ დააკმაყოფილებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,იუვენტუსთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,მესმის, რომ ალეგრი მეორე ნომრად კომფორტულად თამაშობს, მაგრამ ,,იუვენტუსისთვის'', რომელიც ყოველთვის ჩემპიონია, ამის დამალვა რთულია. ფავორიტის როლზე უარის თქმა შეუძლებელია, აშკარაა, რომ რაღაც მეოთხე ადგილი ტურინელებს არ დააკმაყოფილებთ.

ვინ არის უკეთესი - მე თუ ალეგრი? არ ვიცი... ის საუკეთესოა, რადგან მისი მიღწევები ამაზე მეტყველებს. მის წინაშე ნამდვილად ქედს ვიხრი,'' - განაცხადა სპალეტიმ.

სერია A-ს მე-18 ტურში ,,ნაპოლი'' ,,იუვენტუსს'' უმასპინძლებს, მატჩი ხვალ, 23:45 საათზეა, ჩანიშნული.

18 ტურის შემდეგ, სპალეტის გუნდს 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ,,იუვენტუსი'' კი 37 ქულით მეორე ადგილს იკავებს. ტურინელებს ჩემპიონატში 8-მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ.

სხვა სტატიები