Belive

ოფიციალურად: პოლ პოგბა იუვენტუსში აღარ ითამაშებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე დღის წინ სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსი" და პოლ პოგბა კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდნენ. რამდენიმე წუთის წინ, ფაბრიციო რომანომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2025 წლიდან ფრანგი ნახევარმცველი "ბებერ ქალბატონში" აღარ ითამაშებს.

პოგბას, რომელსაც ,,იუვენტუსთან'' კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის გამო, გასული წლის სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია.

ფრანგი ფეხბურთელი თავდაპირველად 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რაც სარჩელის შეტანის შემდეგ, 18 თვემდე შემცირდა. შესაბამისად, ნახევარმცველი მოედანზე დაბრუნებას 2025 წლის მარტში შეძლებს.

სხვა სტატიები