Belive

სპალეტი: ,,ბურთის ფლობის თვალსაზრისით კვარა მარადონასთან მართლაც ძალიან ახლოს არის''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,სამპდორიასთან'' მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

,,კვარაცხელია? მასზე სკაუტები ამბობდნენ, რომ ისეთ მნიშვნელოვან ჩემპიონატში ხედავდნენ, როგორიც იტალიის სერია A-ა და ის იმ ფეხბურთელების სიაში უნდა ყოფილიყო, რომელთა აყვანაც შეგვეძლო. ჩვენ ისეთი გამორჩეული მოთამაშე უნდა ჩაგვენაცვლებინა, როგორიც ინსინიეა.

პრეზიდენტს წარმომავლობის გამო ეჭვი ეპარებოდა, ზედიზედ რამდენიმე ღამე მირეკავდა და მეკითხებოდა, დარწმუნებული ვიყავი თუ არა, რომ ქართველი ფეხბურთელის აყვანა მინდოდა. 7-8-ჯერ ვნახეთ და ბევრ რამეში დავრწმუნდით.

ის იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა, გამოავლინა პროფესიონალიზმი, რომელიც ყოველთვის ჰქონდა. მისგან ისეთი გარბენები ვიხილეთ, რაც არასდროს მინახავს. ზრდის პროცესს, რომელიც მან გაიარა, ბევრი მუშაობა სჭირდება. აჩვენა შეუდარებელი ხარისხი და სირბილე ბურთთან შეხებისას. არაპროგნოზირებადია, რადგან ვერასდროს წარმოიდგენ, საით წავა, გოლებს ყველანაირად იტანს, თავითაც კი, თავით კიდევ უფრო მეტის გატანა შეუძლია, რადგან შესანიშნავი ნახტომი აქვს. ყველაფერი მის მხარესაა, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, შესანიშნავი ჩემპიონი გყავთ! ბურთის ფლობის თვალსაზრისით ის მარადონასთან მართლაც ძალიან ახლოს არის,'' - განაცხადა სპალეტიმ.

ხვიჩა კვარაცხელიამ ,,ნაპოლიში'' გატარებულ სადებიუტო სეზონში იტალიის სერია A მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მიმდინარე სეზონში კვარას ანგარიშზე ნეაპოლური გუნდის მაისურით ჩატარებულ 42 შეხვედრაში 14 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები