Belive

სპალეტი: ,,ბიჭებთან ერთად ვოტსაპის ჯგუფში ვარ და კვარას შუაღამით დაბადების დღე ყველამ მიულოცა''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,კრემონეზესთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,ეს ქალაქი და გულშემატკივრები მნიშვნელოვანი საქმეების კეთების საშუალებას გვაძლევენ. პირველ ტაიმში ცოტას ვნერვიულობდით და ჩვეული ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ. ,,კრემონეზემ'' ენერგია და ბურთები დაგვაკარგინა. მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი და ხარისხიანი იყო. ჩვენ პროფესიონალი ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც კარგად ვარჯიშობენ და მზად არიან, გუნდს დაეხმარონ.

ხვალ დილით ვარჯიში გვაქვს, რადგან მომდევნო მატჩი პარასკევსაა ჩანიშნული. და თუ ისინი, ვისაც დღეს არ უთამაშია, კარგად არ ივარჯიშებენ იმისთვის, რომ დაეწიონ მათ, ვინც ითამაშა, ეს ყველასთვის დამაზიანებელი იქნება... ამ მაღალ სტანდარტს ყველა უნდა შეეგუოს.

აინტრახტთან მატჩი? ჩვენ არ ვაწყდებით სიურპრიზებს, როცა მეტოქეს ვეთამაშებით. მე ვიცი, რა არის მათი თამაში, პატარა ვიყავი, როცა ეს გამოიგონეს...არ უნდა ვიფიქროთ, რომ უკვე გავიმარჯვეთ, რომ რაღაცები თავისთავად მოხდება... არა, ჩვენ თავად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. დეტალებს ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ბიჭებთან ერთად ვოტსაპის ჯგუფში ვარ და შუაღამით კვარას დაბადების დღე ყველამ მიულოცა. ეს აჩვენებს როგორი ურთიერთობაა გუნდში,'' - განაცხადა სპალეტიმ.

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,კრემონეზეს” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში გახსნა.

22 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 59 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 17 თებერვალს, ,,სასუოლოსთან” სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები