Belive

სპალეტი: ,,არასდროს მინახავს, რომ სკუდეტო ვინმეს სექტემბერში მოეგოს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, საკუთარი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

,,ყოველი მატჩი გვეუბნება იმის შესახებ, ვართ თუ არა ძლიერები. გზა გრძელი და რთული იქნება, ყოველ ჯერზე ერთი და იგივეს გაკეთება მოგვიწევს.

,,ნაპოლის'' სტაბილურობა სჭირდება არამხოლოდ შედეგების, არამედ თითოეული ვარჯიშის თვალსაზრისითაც. ჯერ არასდროს მინახავს, რომ სკუდეტო ვინმეს სექტემბერში მოეგოს. წინ კიდევ დიდი გზაა,'' - განაცხადა სპალეტიმ.

სერია A-ს 7 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი'' 17 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომავალ მატჩს ხვალ, ,,ტორინოსთან'' შინ გამართავს. შეხვედრა 17:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები