სპალეტი: ,,აიაქსთან მატჩის წინ გადაწყვეტილი იყო, რომ პენალტი კვარაცხელიას უნდა დაერტყა''
,,ნაპოლის'' მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის, ,,ბოლონიასთან'' მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ,,აიაქსთან'' შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ შესრულებულ თერთმეტმეტრიანზე ჰკითხეს:
,,როგორც სხვა შემთხვევებში, ,,აიაქსთან'' მატჩის წინაც გადაწყვეტილი იყო, თუ ვის უნდა დაერტყა პენალტი, ამჯერად კვარაცხელია იყო მითითებული. ოსიმენი ხვიჩასთან მივიდა და ჰკითხა, იყო თუ არა მზად თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად.
ვიქტორს თამაში უნდა. მას ვკითხე, რატომ გაიხადა მაისური გოლის შემდეგ და ვერ მიპასუხა. ვფიქრობ, დღეიდან ჩემი ფეხბურთელები ამას აღარ გაიმეორებენ,'' - განაცხადა სპალეტიმ.
,,აიაქსთან'' მოგებულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. პენალტის ეპიზოდში ქართველ ფეხბურთელს ბურთი ვიქტორ ოსიმენმა დაუთმო.
სერია A-ს მე-10 ტურში ,,ნაპოლი” ,,ბოლონიას” უმასპინძლებს. მატჩი ხვალ, 20:00 საათზეა, ჩანიშნული.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ნეაპოლური გუნდის მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.