სპალეტი: ,,აჩერბიმ უნდა ახსნას, სად დაინახა ჩემი მხრიდან უპატივცემულობა''
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინტერის მცველმა, ფრანჩესკო აჩერბიმ ეროვნულ ნაკრებში თამაშზე უარი თქვა და ამის მიზეზად ,,სკუადრა აძურას'' მთავარი მწვრთნელის, ლუჩიანო სპალეტის მხრიდან მის მიმართ გამოხატული უპატივცემულობა დაასახელა.
ნორვეგიასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, აჩერბის განცხადების შესახებ თავად სპალეტის ჰკითხეს, რაზეც სპეციალისტმა უპასუხა:
,,ერთ დღეს აჩერბიმ უნდა ახსნას, სად დაინახა ჩემი მხრიდან უპატივცემულობა. საპასუხოდ კი მე ვიტყვი თუ როგორი იყო მისი პატივისცემა ჩემსა და იტალიის ეროვნული ნაკრების მიმართ.'' - ლუჩანო სპალეტი
სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, როცა აჩერბის პოსტი სოციალურ ქსელში ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ მოიწონა:
,,ალბათ, ვიღაცამ მისი მობილური მოიპარა... დღესდღეობით მობილურებს ხშირად ,,ჰაკავენ''. სხვაგვარად ვერც კი წარმოვიდგენ...'' - თქვა სპალეტიმ
იტალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს სტუმრად, ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.